საკრებულო თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ დაამტკიცებს

  თბილისის საკრებულო დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ დაამტკიცებს. დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. საბურთალოს გამგებლად წარდგენილია ბექა მიქაუტაძე, ვაკის გამგებლად – გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის გამგებლად – გელა არჩვაძე, ჩუღურეთის გამგებლად – ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის გამგებლად – ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის გამგებლად – ზაზა გაბუნია, გლდანის გამგებლად – ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის გამგებლად – გიორგი კოპალეიშვილი, ისნის გამგებლად – ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის გამგებლად კი – მამუკა ჩოქური.
დედაქალაქის მერია ხვალ საქალაქო სამსახურების უფროსებსაც დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები