ნუკრი ქანთარია: ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და სააკაშვილს ვერ გადავყვებით

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ თუ გვსურს, ქვეყანაში კანონის უზენაესობა დავამყაროთ, ხელისუფლებას ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწეს. ქანთარია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის საკითხს არცთუ ისე ადვილ გადაწვეტილებად მიიჩნევს.
„ბუნებრივია, რომ სააკაშვილის საქმის ირგვლივ აჟიოტაჟია ატეხილი, ეს არც არის გასაკვირი. შემდგომშიც გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამ საქმეს ვერ გადავყვებით. პროკურატურამ უნდა იმუშაოს, რადგან ექსპრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება ისე წარიმართება, ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები არ იარსებებს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები