„ყველა ქმედება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება, შერჩევით სამართალზე მიუთითებს“

  საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ყველა ქმედება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება, მიუთითებს იმაზე, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება და შერჩევით სამართალს აქვს ადგილი.
“ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ ახალი ხელისუფლება დემოკრატიას აშენებს, უტიფარი ცინიზმია იმ ძალისგან, რომელსაც ერთპიროვნულად რუსი ოლიგარქი მართავს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება განცხადებებს, რომ ექსპრეზიდენტის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საფრთხეს არ შეუქმნის, ჯაფარიძე ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოს ამ კუთხით პრობლემები აუცილებლად შეექმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები