“ვიძლევით გარანტიას, რომ არაფერი ისე არ მოხდება, რამაც შეიძლება ჩვენი პარტნიორების შეშფოთება გამოიწვიოს“

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითს ეხმაურება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ აღნიშნული პროცესი საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვას ხელს არ შეუშლის.
„რადგანაც ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანა გამოძიებამ, როგორც ჩანს მათ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ, იმისთვის, რომ დაიწყოს საქმის წარმოება და შესაბამისად უცხოელი ექსპერტები, რომლებიც აკვირდებიან არა მხოლოდ ამ პროცესს, არამედ ყველა პროცესს საქართველოში, ისინი გამოიტანენ საბოლოო დასკვნას. ვიძლევით გარანტიას, რომ არაფერი ისე არ მოხდება, რამაც შეიძლება ჩვენი პარტნიორების შეშფოთება გამოიწვიოს.
აქედან გამომდინარე, ეს არნაირად ხელს არ შეუშლის საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებას და საქართველოს უახლოეს გეგმებს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები