საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტი იგეგმება

 საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ განაცხადა. დიპლომატის შეფასებით, საქართველო პოლიტიკური ცხოვრებისთვის აღნიშნულ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს.
“საქართველოს პრემიერის ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო გერმანიაში. ასევე იგეგმება გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. ეს უნდა მომზადდეს და მე ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ჩვენი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენლის, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება გერმანიაში”, – აღნიშნა ლადო ჭანტურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები