დავით ნარმანიამ თბილისის რაიონების გამგებლები წარადგინა
თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. კანდიდატები დღეს დედაქალაქის ახლმა მერმა, დავით ნარმანიამ დაასახელა. საბურთალოს გამგებლად წარდგენილია ბექა მიქაუტაძე, ვაკის გამგებლად – გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის გამგებლად – გელა არჩვაძე, ჩუღურეთის გამგებლად – ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის გამგებლად – ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის გამგებლად _ ზაზა გაბუნია, გლდანის გამგებლად – ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის გამგებლად – გიორგი კოპალეიშვილი, ისნის გამგებლად – ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის გამგებლად კი – მამუკა ჩოქური.
ნარმანიამ მათთან ერთად დღეს მისი მოადგილეებიც დაასახელა. თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის მერის მოადგილეებად კი – ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე. თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა საკრებულოს დასამტკიცებლად 6 აგვისტოს წარედგინება.