„ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება

  მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ფაქტს „ევროპის სახალხო პარტია“ ეხმიანება. ოფიციალურ წერილში ნათქვამია, ასოცირების შეთანხმება ითხოვს მართლმსაჯულების პატივისცემას.
“ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ერთ თვეზე მეტია ხელი მოეწერა, ითხოვს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას.
ბოლოდროინდელმა პოლიტიკურად მოტივირებულმა მოქმედებებმა მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ ცხადყო, რომ ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს ასოცირების ხელშეკრულებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები