ევროპის დღის ფარგლებში, „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მხარდაჭერით, ასევე, Erasmus+ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ორგანიზებით, 9 მაისს, დედაენის ბაღში ღონისძიება – „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, გამოფენა  ევროპის დღის აღნიშვნას ეძღვნება და ევროპის ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ჩატარდება.

“ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ცოცხალი მუსიკის, საინფორმაციო სესიებისა და  სემინარების მოსმენა შეეძლებათ.

პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შესაძლებლობები, რომელსაც

Erasmus + და ევროპის სოლიდარობის კორპუსი სასწავლო მობილობის, სტაჟირებისა  და მოხალისეობის კუთხით სთავაზობს ქართველ  ახალგაზრდებს ევროკავშირის ქვეყნებში.

20:00 საათზე სცენას ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდი Killages-ს დაიკავებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები