კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 550, იმერეთში – 766, შიდა ქართლში – 354

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

“საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა, აჭარა – 164, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 225, შიდა ქართლი – 354, გურია – 137, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 333, კახეთი – 257, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 139, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951 საიდანაც: 6 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 601, აჭარაში – 519, იმერეთში – 1 394. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 654 პირი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში – 126, იმერეთში – 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 40, იმერეთში – 39. 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში, 255 – აჭარაში. 41 269 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 56 ადამიანი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 221 ადამიანი”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები