ლიზა იასკო: სააკაშვილს ძალიან სტრესული გარემო აქვს
“ვიცი, რომ ძალიან სტრესული გარემო აქვს. განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება”, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ლიზა იასკოს თქმით, უახლოეს დღეებში რაიმეს გაუმჯობესების მოლოდინი არ აქვს.
“ვიცი, რომ ძალიან სტრესული გარემო აქვს. განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება. დღეს რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს შეხვედრა, გვეუბნებოდნენ, რომ გასვლის დროა. როგორც ვიცი, გუშინ ერთი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან შესვლას და არ შეუშვეს. როგორც ვიცი, არა მხოლოდ ის, არამედ ბევრს, ვინც ცდილობს მიხეილთან შეხვედრას, არ უშვებენ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა და ძალიან განვიცდი”, – აღნიშნა ლიზა იასკომ.