ირაკლი ღარიბაშვილი: ციხის საავადმყოფოში აბსოლუტურად ყველა პირობა შექმნეს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პატიმარი სააკაშვილისთვის და ასევე სხვა პატიმრებისთვისაც

“ციხის საავადმყოფოში, როგორც მინისტრმა ბრეგაძემ ამიხსნა, აბსოლუტურად ყველა პირობა შექმნეს, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პატიმარი სააკაშვილისთვის და ასევე სხვა პატიმრებისთვისაც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი არჩევნებში გაიმარჯვებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას.

„მე უკვე ბევრჯერ გავაკეთე ამის თაობაზე კომენტარი, განმარტა იუსტიციის მინისტრმაც, ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა ამის თაობაზე კომენტარი, ციხის საავადმყოფოში, როგორც მინისტრმა ბრეგაძემ ამიხსნა, აბსოლუტურად ყველა პირობა შექმნეს, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პატიმარი სააკაშვილისთვის და ასევე სხვა პატიმრებისთვისაც. ასე რომ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ჩვენი პარტია გაიმარჯვებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები