ივანე ჩხაიძე: ბავშვების აცრა დღის წესრიგში შეიძლება, მას შემდეგ დადგეს, როცა მივაღწევთ მოზრდილი ადამიანების მასიურ ვაქცინაციას
“დღეს იმის საფუძველი უკვე გვაქვს, რომ საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვებს შევთავაზოთ ვაქცინაცია, მაგრამ ეს პროცესი, ჯერჯერობით, უფრო მნიშვნელოვანია, გადატანილი იყოს მოზრდილებზე”, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა და იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ჩხაიძემ 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული ვაქცინაციის კვლევების შესახებაც ისაუბრა.
“pfizer-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც ოფიციალურად დაუშვა 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მრავალრიცხოვანი კვლევის ჩატარების შემდეგ მიიღო. კვლევა 2300 ბავშვში ჩატარდა. საბოლოოდ კი შეფასდა, რომ pfizer-ის ვაქცინას 100%-იანი შედეგი ჰქონდა. არცერთი ბავშვი, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარა, შემდეგ პერიოდში არ დაინფიცირებულა.
მივცემდით თუ არა რეკომენდაციას pfizer-ის ვაქცინას? – დღეს იმის საფუძველი უკვე გვაქვს, რომ საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვებს შევთავაზოთ ვაქცინაცია, მაგრამ ეს პროცესი, ჯერჯერობით, უფრო მნიშვნელოვანია, გადატანილი იყოს მოზრდილებზე. ბავშვების ვაქცინაცია კიდღის წესრიგში შეიძლება, მას შემდეგ დადგეს, რაც ჩვენ მივაღწევთ მოზრდილი ადამიანების მასიურ ვაქცინაციას”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.