შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე არჩევნების საკითხზე წითელი ხაზი სიმართლეზე გადის
„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების საკითხზე წითელი ხაზი სიმართლეზე გადის.
მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაშია მისაღები, თუკი 31 ოქტომბრის არჩევნებში იმდაგვარი ხარვეზები იყო, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა.
“პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების საკითხზე წითელი ხაზი სიმართლეზე გადის – რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაშია მისაღები, თუკი 31 ოქტომბრის არჩევნებში იმდაგვარი ხარვეზები იყო, რამაც შედეგზე მოახდინა გავლენა. თუ ეს რამენაირად დადასტურდა, ჩვენ რიგგარეშე არჩევნებისთვის მზად ვართ! ჩვენ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის ფორმატს ვთავაზობთ, რაც ყველაზე კარგი ინსტრუმენტია, რადგან ოპოზიციას კომისიაში გადამწყვეტი როლი და ფუნქცია გააჩნია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.