ვაკის მე-2 საუბნო საარჩევნო კომისიასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა
ვაკის მე-2 საუბნო საარჩევნო კომისიასთან კვლავ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.
ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც სამართალდამცავებს ზვიად კუპრავას განრიდებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა, ადგილიდან გაიყვანეს. აღნიშნულს აქციის სხვა მონაწილეების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
ამ წუთებში სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.