ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას და მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული

„ჩვენ, ყველა ერთად, არა მარტო ხელისუფლება, არამედ, ყველა სუბიექტი – პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას და იყოს ისეთი რეგულაციები, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო პირობებში ჩატარებასა და საარჩევნო ხმის უფლების რეალიზებას და, მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება დაცული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველა ღონისძიებას ახორციელებს როგორც მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე, იმისთვის, რომ მოსახლეობამ საარჩევნო უფლების რეალიზება შეძლოს.

„ყველა ღონისძიებას ატარებს სახელმწიფო შესაბამისი დაწესებულების მეშვეობით, რომ, ერთი მხრივ, დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე და, მეორე მხრივ, არჩევნების ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე და საარჩევნო უფლების რეალიზება ჩვენს მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ. იცით, რომ კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები, სადაც შესაძლებლობა არის ჩადებული პანდემიიდან გამომდინარე, სპეციალური უბნების შექმნასთან დაკავშირებით, ცესკო მუშაობს ამ საკითხებზე, იცით, რომ პარტიები ჩართული არიან ამ საკითხში. ჩვენ ყველა ერთად, არამარტო ხელისუფლება, არამედ, ყველა სუბიექტი – პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას და იყოს ისეთი რეგულაციები, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო პირობებში ჩატარებას და საარჩევნო ხმის უფლების რეალიზებას და, მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება დაცული”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები