“ნაცმოძრაობა“, “რესპუბლიკური პარტია”, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.
სწორედ ამ შემადგენლობით წარდგება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ძალა ერთობაშია”.„საზოგადოებას ამ თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია. აი, აქ ვდგავართ, არათუ დაიშალა, არამედ ძალა და რესურსი შეემატა, მათ შორის, ინტელექტუალური. პირობას გაძლევთ, ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რათა საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება განვითარების გზაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები