მამუკა მდინარაძე: ყველანაირად შევეცდებით, მათ შორის რეკომენდაციების სწორად გაანალიზებით და გათვალისწინებით, რომ არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციების სივრცე არ იყოს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არჩევნებთან დაკავშირებით “NDI”-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველანაირად ეცდება, რომ არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციების სივრცე პრაქტიკულად არ იყოს.

“ყველანაირად შევეცდებით, მათ შორის რეკომენდაციების სწორად გაანალიზებით და გათვალისწინებით, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციების სივრცე პრაქტიკულად არ იყოს. მაგრამ, როდესაც საუბარია, რომ არასწორი, ფაქტობრივი მონაცემებია რომელიღაც რეკომენდაციის საფუძველი ეს ძალიან სამწუხაროა და ამის წყარო, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ე.წ. ექსპერტები არიან”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “NDI”-ის ანგარიშში ნათქვამია – “არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს. პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები