მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია – 5 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

“საქართველოში კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მათ კორონავირუსი საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდათ და მათგან ხუთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„ქვეყანაში დაგვემატა ცხრა ახალი შემთხვევა, იყო 986 და გახდა 995. ცხრა ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინე სივრცეში, ხუთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

დღეის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულები არ გვყავს, რჩება 857“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები