თორნიკე რიჟვაძე: ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ, დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს გამოწვევების დასაძლევად

“სამწუხაროდ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ“, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს ხელისუფლების მიერ თანხის არარაციონალურ ხარჯავასთან დაკავშირებით.

რიჟვაძის შეფასებით, ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა გადარჩეს.

“სამწუხაროდ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და ის რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ. ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ, დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს, რომ ეს გამოწვევა იქნას დაძლეული. ხარჯების შემცირება განხორციელდა ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ასევე, ჩვენ რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატისა და სამინისტროების ხარჯები განახევრდება და მილიონ ლარზე მეტი დაზოგილი თანხა მოხმარდება ამ გამოწვევების შერბილებას. ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები