ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალია

ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალია.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, თითქმის ყველა პაციენტი ახალგაზრდაა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღენიშნათ. დილით 11 პაციენტთან ჩატარდება უკვე ხახის ნაცხის კვლევა. რამდენიმე პირი იტალიიდანაა ჩამოსული. აღენიშნებათ ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე, აქვთ  ყელის  მსუბუქი ტკივილი და მშრალი ხასიათის ხველა, სხვა სერიოზული ჩივილები კი არ უფიქსირდებათ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, –  – განაცხადეს კლინიკაში.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელია იმ პაციენტების მდგომარეობა, ვისაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

„ამ ეტაპზე, მათ გართულებები არ აქვთ და იმყოფებიან მონიტორინგისა და კვლევის ფაზაში, აღენიშნებათ დაბალი – 37,3 გრადუსამდე ტემპერატურა. კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გართულებებს არ ველოდებით“, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები