ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში 6 %-ით შემცირდა
გასულ წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში 6 %-ით შემცირდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ხატია წილოსანის განმარტებით, ამის მიზეზი კორონავირუსია, თუმცა, მისივე თქმით, ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, ჯამურად, 7 %-ით გაიზარდა. როგორც წილოსანი აცხადებეს, შემოსავლების ზრდა მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ფასის მატებამ გამოიწვია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შარშან ჩინეთში ექსპორტზე 7 089 259 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც ორი პროცენტით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. ჯამურად, 2019 წელს საქართველომ ექსპორტზე 94 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა. მიღებულმა შემოსავალმა 240 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.