ქუთაისში დილიდან საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში დილიდან დაიწყო. ქ​ალაქის ქუჩებში გამოჩნდნენ თოვლის ბაბუები, ელფები, ფერიები, ანიმაციური ფილმების და ზღაპრების პერსონაჟები, რომლებმაც საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს, გზადაგზა კი მცირე წარმოდგენები გამართეს.

მთელი დღის განმავლობაში იმართება კონცერტი, რომელშიც ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების მოსწავლეები და მოწვეული მუსიკოსები მონაწილეობენ.

საახალწლო მსვლელობას ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან ერთად შეუერთდა.

დღის ბოლოს 22:00 საათზე , ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები