„მართლაც მძიმე მდგომარეობაა ტყიბულში“ – ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს მიმართავს და სამმხრივი კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს მიმართავს, რათა ტყიბულში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით სამმხრივი კომისიის სხდომა მოიწვიოს. ამის შესახებ პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პეტრიაშვილი ტყიბულში მეშახტეების პროტესტს გამოეხმაურა.
„მართლაც მძიმე მდგომარეობაა ტყიბულში და ეს ახალი არაა. საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება პროცესი. ჩვენთვის, პროფკავშირებისთვის ეს არის, ფაქტობრივად, სოციალური პროექტი, შახტები და არა ბიზნესი. ვიღაცისთვის მხოლოდ ბიზნესია და მხოლოდ ბიზნესის ჭრილში განიხილავს. ვფიქრობ, როცა ვამბობთ პროფკავშირები რომ სოციალური პროექტია უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღებაა საჭირო სახელმწიფოს, ბიზნესის მხრიდან. საზოგადოებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ქალაქი არ დაიცალოს სისხლისგან. ის სწორედ ამ ზღვარზეა.
გადაცილებული ხელფასთან დაკავშირებით თითოეული დღეც კი მათთვის ტრაგედიაა. როცა დაახლოებით 3 კვირაა აღარ იღებენ ამ თანხას , კომპანია ვერ უზრუნველყოფს თანხის მიცემას. ეს არის სერიოზული უპასუხისმგებლობა . როდესაც გამოსავალზე მეკითხებით: კომპანიამ ან უნდა თქვას, რომ მას არ შეუძლია უზრუნველყოს ტყიბულის შახტებში უსაფრთხო შრომა და დაანებოს ამ კომპანიას თავი , ჩვენი მოწოდებაც ზუსტად ასეთია. შემოვიყვანოთ ისეთი ინვესტორი, რომელიც განახორციელებს ისეთი ტიპის ინვესტიციას, რომელიც იქ უსაფრთხო შრომას უზრუნველყოფს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია.
მინდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ვისაუბრო: პროფკავშრიებმა 1 წლის წინ ინიციატივა შეიტანა სამხრივ კომისიაში, რომ არ განახლებულიყო ტყიბულის შახტებში მუშაობა , მანამ სანამ არ დაიდებოდა ექსპერტული დასკვნა იმის შესახებ, შესაძლებელია, თუ არა ტყიბულში განხორციელდეს უსაფრთხო შრომა . სამმხრივმა კომისიამ საერთო გადაწყვეტილებით მოიწვია გერმანული კომპანია და დაუკვეთა საექსპერტო დასკვნა . დაახლოებით 10 თვეა რაც ეს დასკვნა არსებობს და ხელისუფლებას აქვს, ლამის გრიფით საიდუმლო დაადონ , არ მოხდა გასაჯაროება . ვაცნობიერებ , რომ ეს დაკვნა შეიძლება ძალიან მძიმე იყოს , საჭიროებდეს დიდ და ხანგრძლივ ინვეტიციას იმისთვის, რომ ტყიბულში შრომა უსაფრთხო გავხადოთ, მაგრამ არსებობს გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. ერთი, რომ ავტომატიზირება მოხდე ს შახტების გარკვეული ნაწილის, სადაც ადამიანებმა უნდა იმუშაონ, რისკები მაქსიმალურად დაბლაუნდა იყოს დაწეული , მეორე და ყველაზე მთავარი: 21-ე საუკუნეა, სად არის ალტერნატიული სამუშაო ადგილები ტყიბულისთვის? რატომ უნდა იყოს ტყიბული ჩამოკიდებული იმაზე, შახტა იმუშავებს თუ არა.
არსებული კომპანია ვერ პასუხობს გამოწვევებს და ვფიქრობ, თავად უნდა დატოვოს ეს ადგილი , სახელმწიფომ ან თვითონ მიხედოს, ან სასწრაფოდ მოიყვანოს ინვესტორი
რაც შეეხება პროტესტს, იცით, რომ თავიდანვე არის ამ პროტესტში პროფკავშირები .ბუნებრივია, სოლიდარულები ვართ.
ვთხოვ პრემიერმინისტრს , როგორც სამხრივი კომისიის თავმჯდოამრეს, სასწრაფოდ მოიწვიოს სამხმრივი კომისიის სდხომა, ერთადერთი დღის წესრგის საკითხით, ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით. პასუხი გაეცეს პროფკავშირების ინიციატივებს როგორც შახტების უსაფრთხოებასთან დ აკავშირებით , ისე მეშახტეთა სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებით“- განაცხადა პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. მათი მოთხოვნა უცვლელია – მიიღონ კუთვნილი ხელფასები და ინფორმაცია კომპანიიდან, როდის აღდგება შახტებში საწარმოო პროცესი.კომპანია „საქნახშირი“ კი აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემები აქვს.
თამუნა შეყილაძე