„ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ საქართველოში მოგზაურობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკზე“ (National Geographic) გრძელდება საქართველოს შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია.

„მთებიდან ზღვამდე შვიდ დღეში – საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა“ – ამ სათაურით ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი საქართველოში მოგზაურობას აღწერს.

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი​ს“ ვრცელი სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანია ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს. მასშტაბური კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ასეთი სტატიები მნიშვნელოვნად ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და პოზიციონირებას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები