სემეკის წარმომადგენლებმა საქართველო-სომხეთს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართეს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენლები, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, სომხეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის თანამშრომლებს შეხვდნენ.
​როგორც “კვირას” სემეკიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრა საქართველო-სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
​მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხები, ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფორმირებისა და განვითარების პერსპექტივები. ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც იმუშავებს ენერგეტიკის სექტორში არსებული რეგულაციების დახვეწაზე საქართველოსა და სომხეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრების სპეციფიკების გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები