თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში, 30 შეტყობინება შევიდა

თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში, 30 შეტყობინება შევიდა, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის და სახურავების დაზიანების შესახებ.

ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, სადაც წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზიაც აბუსერიძის ქუჩაზე. დაშავებული არავინაა.

ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის ან ნალექის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შემოსულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები