„ოლამ ჯორჯია“: სამინისტროს მთელს გუნდს გულწრფელად გილოცავთ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ შედეგებს

0

კომპანია „ოლამ ჯორჯია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთელს გუნდს ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ შედეგებს ულოცავს.

„გვინდა გულწრფელად მოგილოცოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთელს გუნდს ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული შედეგები. თქვენი დიდი ძალისხმევით, წელს გაზრდილია მოსავლის რაოდენობა და ხარისხი. მოგეხსენებათ, თხილის და თხილის ინგრედიენტების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია „ოლამ ჯორჯია“ ზუგდიდში ფუნქციონირებს. „ოლამ ჯორჯია“ სინგაპურული კომპანიის, „ოლამ ინტერნეიშენალის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2005 წლიდან სინგაპურის საფონდო ბირჟაზეა. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 19800 კლიენტს ემსახურება და საქმიანობს 60 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.
ქართული თხილის სექტორის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენი ერთობლივი, უწყვეტი მუშაობით, საერთაშორისო ბაზრებიდან ველოდებით ქართულ თხილზე გაზრდილ მოთხოვნებს.
2016 წლიდან დღემდე, „ოლამ ჯორჯიას“ მიერ საქართველოდან ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გაგზავნილია 4000 ტონა თხილის პროდუქცია, მათ შორის, თხილის პასტა.

წლევანდელი მოსავლის ჩვეული პარამეტრები დადებით შედეგებს იძლევა. მჟავიანობის ნიშნული დაეცა 05-მდე და საშუალო მჟავიანობა მერყეობს 0,1-0,5-მდე, რაც 3-ჯერ უკეთესი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. გარდა ამისა, საერთო სიდამპლის და მწერის მაჩვენებლებმაც დაიკლო, რაც მოსავალზეც დადებითად აისახა.
ფერმერები, მომწოდებლები, პატარა და დიდი საწარმოები, ექსპორტიორები სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგებს ხედავენ, რაც დიდი მოტივაციაა ქართული თხილის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისა და ამ სექტორში ჩართვისათვის.

ჩვენი მხრიდან გავზარდეთ ძალისხმევა და ჩვენი გეგმები ქართველი ფერმერების მიკვლევადობის სისტემის გასაუმჯობესებლად. მომავალი წლიდან ველოდებით საქართველოს მეთხილე ფერმერებისთვის ოლამის მიკვლევადობის სისტემის ამუშავებას.

დიდი მადლობა თქვენი დახმარებისთვის და გულითადი მოლოცვა მთელს გუნდს ოლამის დიდი ოჯახისგან“, – აღნიშნულია კომპანიის „ოლამ ჯორჯია“ ღია წერილში.

კომენტარები

კომენტარი