ვითიბი ბანკი ქსელს აფართოებს

თბილისში, ვითიბი ბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა, რომელიც მისამართზე- უნივერსიტეტის ქუჩა # 17ა, მდებარეობს.
როგორც “კვირას” ვითიბი ბანკიდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. სერვისცენტრში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, საიდანაც კლიენტს შეუძლია დისტანციურად, ვიდეოზარის გამოყენებით, დაუკავშირდეს ბანკის თანამშრომელს და შეასრულოს ნებისმიერი უნაღდო საბანკო ოპერაცია.
ვითიბი ბანკი საქართველოში 34 წერტილით არის წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები