ფლორიდის სკოლაში მოსწავლეები გამჭვირვალე ჩანთებით ივლიან
ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც თებერვალში მასობრივი მკვლელობები მოხდა, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ მოსწავლეებმა, უსაფრთხოების მიზნით, გამჭვირვალე ზურგჩანთებით იარონ. ინფორმაციას „BBC“ ავრცელბს.
რამდენიმე მოსწავლე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ გამჭვირვალე ზურგჩანთები, თავდასხმას ხელს ვერ შეუშლის.
როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, გადაწყვეტილება 2 აპრილიდან ძალაში შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში მეტალოდეტექტორებიც დამონტაჟდება.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოხდა. ამავე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც ცუდი ყოფაქცევის გამო სკოლიდან გარიცხეს, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განახორციელა და 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა და მის წინააღმდეგ 17 ადამიანის მკვლელობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა.