ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში

ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია-დეგუსტაციები ტოკიოსა და ოსაკაში გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩი  ლევან ცინცაძე,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე დაესწრნენ. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ადგილობრივი ომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი”, „ფაფარი ველი”, „იბერიული”, „ლაგვინარი”, „გიუაანი”, „ორგო” და „მეღვინეობა ხარება”. ტოკიოში გამართულ დეგუსტაციას, კენიჩი ოჰაშისთან ერთად, ასევე უძღვებოდა იაპონელი სომელიე  ჰიროში იშიდა, ხოლო ოსაკაში – სომელიე სატორუ მორი.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია 155 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით, საქართველოს მიმდინარე წელს ორჯერ ეწვია. ამასთან, კენიჩი ოჰაშის ავტორობით იაპონურ ჟურნალ Sommelier -ის ბოლო ორ ნომერში და ჟურნალ  WANDS-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიები დაიწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები