სოფო კილაძის შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გრძელდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები – ეთნიკური აზერბაიჯანელები, ასევე, ეთნიკური ქართველები ესწრებოდნენ.

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე სოფო კილაძე განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობით დაინტერესდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ეს არის ჩვენი კულტურა. საქართველო სწორედ მრავალფეროვნებით არის ძლიერი”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა პრობლემა აქვს, განსაკუთრებით კი სოციალური საკითხებია მნიშვნელოვანი. „ ჩვენი ძალისხმევით შევეცდებით, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი პრობლემები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული ენის უფრო ინტენსიურად სწავლების საჭიროებას, რაშიც მათ აუცილებლად დავუდგებით გვერდით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები