სანდრა რულოვსი რადასთან შეკრებილებს: თქვენ გმირები ხართ
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ოჯახის სახელით, ვინც გუშინ, ჩემი მეუღლის დაკავებისას, მასთან ერთად იყო – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა უკრაინის რადასთან შეკრებილ მოქალაქეებს.
სანდრა რულოვსმა მათ გმირები უწოდა.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ოჯახის სახელით, ვინც გუშინ ჩემი მეუღლის დაკავებისას მასთან ერთად იყო. თქვენ გმირები ხართ. ქართველები თქვენზე საუბრობდნენ. გამარჯვება აუცილებლად იქნება, თუმცა ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.