კახა კალაძემ არქიტექტურის სამსახურს შენობების უსაფრთხოების მკაცრი კონტროლი დაავალა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაავალა, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან პროექტის შესაბამისობა მკაცრად გააკონტროლოს.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება სამშენებლო ნორმების უსაფრთხოებასა და გარე ფასადების ერთიან სტანდარტში მოქცევის აუცილებლობაზე გაამახვილა.

„ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს, როგორიცაა გარე კედლებისა და გადახურვის ერთიან სტანდარტში მოქცევა. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული პროექტი, თუ როგორი იქნება გარე ფასადი. მოპირკეთების გარეშე, მსგავსი მშენებლობები ექსპლუატაციაში არ უნდა მივიღოთ და შესაბამისი ნებართვები არ უნდა გავცეთ. ამიტომ, ამ მიმართულებით სერიოზული კონტროლია საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იმის გაგრძელება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში ამ მიმართულებით ხდება, შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები