შვედმა მეცნიერებმა გულის მუშაობის მიზეზები დაადგინეს

შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გული ჰიდრავლიკური ძალების გავლენის შედეგად ძგერს. სწორედ ამის დახმარებით ხდება სისხლის მიმოქცევა.
კერძოდ, შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გულის კამერების ზომა, რომელიც სისხლის მიმოქცევის პროცესს არეგულირებს, ჰიდრავლიკური ძალების ზემოქმედების გამო იცვლება. აქამდე მეცნიერებს გულის მუშაობისას ჰიდრავლიკური ძალების ზემოქმედების საკითხი არ შეუსწავლიათ.
​მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ჰიდრავლიკური ძალის შემცირება გულთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა გულის დაავადებათა მკურნალობას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები