მეცნიერებმა დაადგინეს, რომელ ქვეყანაში სძინავთ ადამიანებს ყველაზე ხანგრძლივად
აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ყველაზე დიდხანს – 8 საათი და 12 წუთი ნიდერლანდებში სძინავთ. ყველაზე ცოტა დროით კი – სინგაპურსა და იაპონიაში – 7 საათი 24 წუთი.
ამავე კვლევის მიხედვით, საფრანგეთის მოსახლეობას საშუალოდ 8 საათი სძინავს, ხოლო დიდი ბრიტანეთისას – 8 საათზე ოდნავ ნაკლები. ექიმები ადამიანებს დღე-ღამეში სულ მცირე 7-8 საათის განმავლობაში ძილს ურჩევენ, ვინაიდან ნახევარი საათითაც კი ამაზე ნაკლები ძილი სხვადასხვა ფუნქციის მოშლას იწვევს. გარდა ამისა, მეცნიერების განცხადებით, ძალზე მავნებელია გვიან დაძინება. ამერიკელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ქალებს საშუალოდ მამაკაცებზე 30 წუთით მეტი სძინავთ.