გერმანია ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდას ვარაუდობს
გერმანიის მთავრობამ 1 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ელექტრომობილების რაოდენობის ათმაგ გაზრდას ითვალისწინებს.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ გეგმის მიხედვით, ელექტრომობილის მყიდველი 4 ათასი ევროს ოდენობის სუბსიდიას მიიღებს, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების მყიდველი – 3 ათას ევროს. ეს გეგმა გერმანიის მთავრობის და კომპანიების: Volkswagen, Daimler და BMW-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოიწონეს. კერძოდ, 2020 წლისთვის გერმანიაში 500 ათასი ელექტრომობილი უნდა იყოს.