როდესაც მზე „სიკვდილის ვარსკვლავად“ გადაიქცევა, დედამიწაზე ადრე მთვარე განადგურდება

მილიარდობით წლის შემდეგ, როდესაც მზე „სიკვდილის ვარსკვლავად“ გადაიქცევა, პირველი მთვარე განადგურდება. ასეთი დასკვნები გააკეთეს ბრიტანელმა მეცნიერებმა. მათი თეორიის მიხედვით, ამის შემდეგ მზის სისტემის პლანეტები განადგურდება.
კლასიფიკაციის მიხედვით, მზე „ყვითელ ჯუჯა“ ვარსკვლავებს ეკუთვნის, რომლის „სიცოცხლე“ 10 მილიარდ წელს გრძელდება. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მზე „წითელ გიგანტად“ გადაიქცევა და ის მერკურის, ვენერას, დედამიწას და მარსს გაანადგურებს.
როდესაც მზე, რომლის ზომა მნიშვნელოვნად გაიზრდება, დედამიწას მიუახლოვდება, ის თავდაპირველად მთვარეს, ხოლო შემდეგ დედამიწას გაანადგურებს. ამის შემდეგ კიდევ მილიარდი წელი გავა და მზე „თეთრ ჯუჯად“ გადაიქცევა, რომელიც გარშემომყოფ ყველა ობიექტს გაანადგურებს. ეს მზის სისტემის დასასრული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები