ამერიკული კოსმოსური ხომალდის პირველი საფეხური ზღვის პლატფორმაზე წარმატებით დაეშვა (ვიდეო)

ამერიკული რაკეტის Falcon 9-ის პირველი საფეხური, რომელმაც დედამიწის ორბიტაზე ხომალდი Dragon გააგზავნა, წარმატებით დაეშვა პლატფორმაზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში დაცურავდა.
კოსმოსურმა ხომალდმა საერთაშორისო სადგურზე სურსათი, წყალი და სამეცნიერო ხელსაწყოები წაიღო. მანამდე ოკეანის პლატფორმაზე რაკეტის დაფრენის ოთხი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
კომპანია SpaceX, Falcon-ის ტიპის რაკეტებს 2002 წლიდან აწარმოებს. მისი მიზანია კოსმოსში ტვირთების გაშვების მაქსიმალური გაიაფება, რისთვისაც რაკეტის პირველი საფეხურის მრავალჯერადი გამოყენება უნდა მოხდეს. Falcon-ის პირველი საფეხური წარმატებული დაშვების შემთხვევაში 20-ჯერ შეიძლება იყოს გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები