მზის სისტემაში ახალი „ჯუჯა“ პლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა მზის სისტემაში ახალი „ჯუჯა“ პლანეტა აღმოაჩინეს. ასტრონომების – ჩად ტრუხილიოს, სკოტ შეპარდის და დევიდ ტოლენის თქმით, ობიექტი კოიპერის სარტყელში მდებარეობს. ის ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებობს და აქ დიდი რაოდენობით მცირე ზომის ობიექტია განთავსებული. პლანეტის ნომერია 2015 KH162. მისი ორბიტა მზისგან 9,3 მილიარდ კილომეტრზე, ანუ პლუტონზე ორჯერ შორს გადის. ერთი წელი KH162-ზე დედამიწის 500 წელიწადს უდრის. ციური სხეულის დიამეტრი 400-დან 800 კილომეტრამდე შეადგენს.