ტელესკოპმა „ჰაბლმა“ მომავალი ვარსკვლავი გადაიღო
კოსმოსურ ტელესკოპ „ჰაბლის“ მეშვეობით ასტრონომებმა მომავალი ვარსკვლავის, НВС 1-ის ფოტოები გადაიღეს. ის კასიოპეას თანავარსკვლავედში მდებარეობს. კოსმოსური ობიექტი დედამიწიდან 2 400 შუქის წლით არის დაშორებული. НВС 1 ჯერ „სრულფასოვანი“ ვარსკვლავი არ გამხდარა, ის ნისლიანი ობიექტის ცენტრში მდებარეობს. ასეთ ვარსკვლავებში თერმობირთვული რეაქციები ჯერ არ დაწყებულა. მსგავს „მოზარდ-ვარსკვლავებზე“ დაკვირვება მეცნიერებს მათი ფორმირების პროცესის შესწავლის საშუალებას აძლევს.