დავით ნარმანია უწმინდესის ინიციატივაზე: ამ პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს

უსახლკარო ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის თავშესაფრის გაკეთებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქის ინიციატივას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მერია საპატრიარქოს ფონდთან თანამშრომლობს. მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
“ჩვენ საპატრიარქოს ფონდთან ვთანამშრომლობთ. უკვე გვქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება ჯანდაცვის სამინისტრო”, – განაცხადა ნარმანიამ.
საპატრიარქოს ფონდის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უწმინდესმა თავშესაფრისთვის შესაბამისი ფართის მოძიების წინადადებით თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები