მიხეილ ჯანელიძე დავოსში არგენტინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუსანა მალკორას შეხვდა.
ორმხრივი შეხვედრა დღეს დავოსში გაიმართა.
მიხეილ ჯანელიძემ მალკორას მინისტრად დანიშვნა მიულოცა და არგენტინის ახალ მთავრობას წარმატება უსურვა.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა არგენტინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მხარდაჭერისათვის.
ორი ქვეყნის მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს, ასევე საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გამოცდილების გაზიარების საკითხი.
არგენტინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას დიდი სურვილი აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს. მიხეილ ჯანელიძემ არგენტინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.