ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი მეზობლების საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულა

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი მეზობლების საზღვრების დარღვევას ახორციელებს. მისივე განცხადებით, რუსეთი თავის მოქალაქეებს დესტაბილიზაციისთვის და მეზობლების წინააღმდეგ აგრესიისთვის იყენებს. ეს განცხადება სტოლტენბერგმა გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში გააკეთა.
შეგახსენებთ, ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ნატოს გეგმები გახმაურდა, რომლის თანახმადაც, ნატო ექვს აღმოსავლეთ-ევროპულ ქვეყანაში ალიანსის სამეთაურო ცენტრებს შექმნის.„ნატო რუსეთთან კონფრონტაციისკენ არ მიიღწვის, მაგრამ თანამშრომლობა ნდობაზე, საერთაშორისო მოვალეობების და საზღვრების პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. თუმცა რუსეთი წესებს და მეზობლების საზღვრებს არღვევს.
რუსები მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირებას ახდენენ და თავიანთი მეომრების მზადებას აძლიერებენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები