„იური ვაზაგაშვილის საქმეს ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან პირდაპირი კავშირი აქვს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა პაატა კიკნაველიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკლუბში ზურაბ და იური ვაზაგაშვილების საქმეების გამოძიების შესახებ ისაუბრა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეს ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან პირდაპირი კავშირი აქვს.
„პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმემ წინ წაიწია და პრაქტიკულად ამ სპეცოპერაციაში ბრალეული პირები გამოიკვეთნენ. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის საქმეს, ინფორმაცია შედარებით მწირია. საქმის გახსნის პერსპექტივა არსებითად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიებამ პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების დროს. მე, როგორც ერთი მოქალაქე და იურისტი, დარწმუნებული ვარ, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეს ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან პირდაპირი კავშირი აქვს“, – განაცხადა პაატა კიკნაველიძემ.
შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში ზურა ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები