სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის განაჩენი გამოუტანა
სეულის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, კიმ კეონ ჰის მეუღლეს კორუფციის ბრალდებით ერთი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლო სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
მედიის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ კიმ კეონ ჰიმ არაერთ შემთხვევაში გამოიყენა საკუთარი სტატუსი პირადი სარგებლის მიღების მიზნით. საქმე უკავშირდება ქრთამის მიღებისა და გავლენით ვაჭრობის ბრალდებებს.
„ბრალდებულმა, დაგვიანებით, აღიარა თავისი დაუფიქრებელი საქციელი და გარკვეულწილად მოინანია. მას არ აქვს ნასამართლეობა. სასამართლო ამ გარემოებებს შემამსუბუქებელ ფაქტად მიიჩნევს“, – განაცხადა მოსამართლემ.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში, სასამართლომ განაჩენი უნდა გამოუტანოს მის მეუღლეს, ყოფილ პრეზიდენტ იუნ სოკ იოლს, რომელსაც საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადების გამო ასამართლებენ.