აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან შეთანხმებითაა დაინტერესებული და მზადაა ვაშინგტონთან დიალოგისთვის.
„მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ეს ვიცი. მათ არაერთხელ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“, – განუცხადა ტრამპმა Axios-ს.
22 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების გემები „ყოველი შემთხვევისთვის“ ირანისკენ მიემართებოდნენ.