კარაჩის სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, გულ პლაზაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა.

სამხრეთ ოლქის პოლიციის უფროსის მოადგილემ, საიდ ასად რაზამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავაჭრო ცენტრის შიგნით მდებარე მაღაზიაში კიდევ 30 ცხედარი იპოვეს.

11 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

„ჯერჯერობით, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ტერორიზმის არანაირი მტკიცებულება არ არის ნაპოვნი“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ხანძარი 17 იანვრის საღამოს, კარაჩის მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარე სავაჭრო კომპლექსის პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძარი 33 საათის შემდეგ ჩააქრეს.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ელექტრომოკლე ჩართვა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები