ტრამპი – სომხეთ-აზერბაიჯანზე: პუტინმა მითხრა: „ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე, 10 წელი ვცდილობდი მის მოგვარებას“
პუტინმა მითხრა: „ვერ ვიჯერებ, რომ ეს [სომხეთ-აზერბაიჯანის] ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: „ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას“. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივე ქვეყნის მეთაურის ჩემს ოვალურ ოფისში მოყვანა. და ერთი ერთ მხარეს დაჯდა, მეორე – მეორე მხარეს“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.