სტამბოლში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა დასრულდა,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეხვედრა 6,5 საათს გაგრძელდა და მოლაპარაკებები პრესისთვის ყოველგვარი კომენტარის გარეშე დასრულდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მანამდე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება.
ცნობისთვის, 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა რამდენიმეწლიანი პაუზის შედეგ პირველი მოლაპარაკებები გამართეს.