სამცხე-ჯავახეთში დიდთოვლობით შექმნილი პრობლემები თითქმის სრულად აღმოფხვრილია(ვიდეო)

დიდთოვლობა სამცხე-ჯავახეთში – სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების და შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამცხე-ჯავახეთში დიდთოვლობით შექმნილი პრობლემები თითქმის სრულად აღმოფხვრილია და სამუშაოები ყველა მიმართულებით ინტენსიურად გრძელდება. – ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პიარსამსახური ავრცელებს.

,,რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში აქტიურად იწმინდება საავტომობილო გზები. იყრება ტექნიკური მარილი.

ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება ყველა აბონენტს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები